ჩვენ შესახებ

GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

ჩვენ შესახებ

ორგანიზაციის მისია  -  გავხადოთ ხარისხიანი საკვები ყველასთვის ხელმისაწვდომი.

 

ორგანიზაციის ხედვა ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ადამიანების ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ ჯანსაღ საკვებზე, როგორც კომპანიონი ცხოველებისთვის, ასევე ფერმერული მეურნეობებისათვის. ნუტრიმაქსი გახდება სანდო პარტნიორი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებთათვის. უზრუნველყოფს მათ თანამედროვე ცოდნით, ტექნოლოგიებით და ხარისხიანი საკვები პროდუქტებით.

 

 

მისია და ხედვა

ჩვენ შესახებ

2009 წლიდან ნუტრიმაქსი წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, 2016 წლის სექტემბერში კი გაიხსნა თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური საწარმო. მისი წლიური საწარმოო სიმძლავრეა დაახლოებით 85 000 ტონა საკვები ფერმის ცხოველებისა და ფრინველებისთვის. პროექტი განხორციელდა ნუტრიმაქსის პარტნიორი Trouw Nutrition-ის აქტიური ჩართულობით და კონსულტაციით, რაც უზრუნველყოფს საწარმოს შესაბამისობას თანამედროვე სტანდარტებთან. ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ 2009 წლიდან და გვყავს ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი.

2023 წელს გაიხსნა კიდევ ერთი მაღალტექნოლოგიური კვების საწარმო, კომპანიონი ცხოველებისთვის და თევზის საკვების დამზადების შესაძლებლობით. ნუტრიმაქსი წარმოგიდგენთ მაღალი ხარისხის შინაური ცხოველების საკვებს ყველა ჯიშის ძაღლებისა და კატებისთვის. საკვების რეცეპტები სრულად შემუშავებულია გამოცდილი ნუტრიციოლოგებისა და ვეტერინარების მიერ. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ სხვადასხვა ხარისხის საკვები, მათ შორის მაღალი და სუპერ პრემიუმ ხარისხის.

ამჟამად, მომხმარებელს ვთავაზობთ პროდუქტებისა და სერვისების ფართო არჩევანს: მზა საკვები, საუკეთესო ხარისხის კონცენტრატები, პრემიქსები სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისთვის და აკვაკულტურისთვის, ასევე საკვები კომპანიონი ცხოველებისთვის. პროდუქტებთან ერთად ასევე ვავრცელებთ ცოდნას, რომელსაც უფასო კონსულტაციებით, სემინარებითა და ტრენინგებით. ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო კონსულტაციებით თავიანთი ოპერაციების გასაუმჯობესებლად.

ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ადამიანების ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ ჯანსაღ საკვებზე, როგორც კომპანიონი ცხოველებისთვის, ასევე ფერმერული ცხოველებისთვის.

ჩვენი პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის მრავალ ქვეყანაში.

 

 

 

 

2016 წლის სექტემბერში გაიხსნა ნუტრიმაქსის პირველი თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების საწარმო, რომლის წლიური წარმადობა დაახლოებით 85 000 ტონა საკვებია ფერმერული მეურნეობის ცხოველებისა და ფრინველებისათვის. პროექტი განხორციელდა Trouw Nutrition-ის აქტიური ჩართულობით და კონსულტაციებით, რაც უზრუნველყოფს ახალი ქარხნის შესაბამისობას თანამედროვე სტანდარტებთან.

2023 წლის ივნისში ნუტრიმაქსმა გახსნა რიგით მეორე, მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც სპეციალიზებულია მშრალი საკვების წარმოებით კომპანიონი ცხოველებისა (ძაღლი და კატა) და აკვაკულტურისათვის. პროექტი მსოფლიოში წამყვანი კომპანიების სპეციალისტთა აქტიური ჩართულობითა და პარტნიორობით განხორციელდა. აღნიშნული საწარმო 25 000 ტონა ექსტრუდირებული საკვების წარმოებაზეა გათვლილი. 

 

თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების საწარმო

TROUW NUTRITION-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში

Trouw Nutrition Hifeed გახლავთ მსოფლიო ლიდერი ცხოველთა საკვებად აუცილებელი პრემიქსებისა და მინერალების ინდუსტრიაში, რაც საშუალებას გვაძლევს, ნუტრიმაქსის მიერ წარმოებული  პროდუქცია იყოს მუდმივად უმაღლესი ხარისხის და ნებისმიერი მსოფლიო ინოვაცია სწრაფად და ეფექტიანად დაინერგოს ქართულ ბაზარზე.

2013 წლიდან კომპანია „ნუტრიმაქსსა“ და Trouw Nutrition-ს შორის გაფორმებულია Know-How შეთანხმება, რომელიც გულისხმობს მათი ცოდნისა და ტექნოლოგიების დანერგვას კომპანიასა და მომხმარებლებში. ამ შეთანხმების ფარგლებში კომპანიის სპეციალისტები გადიან გადამზადებას ჰოლანდიაში, Trouw Nutrition-ის ოფისებში, საწარმოებსა და კვლევით ცენტრებში. ხელშეკრულება ითვალისწინებს ჰოლანდიელ სპეციალისტთა საქართველოში ჩამოსვლასაც და ტრენინგების ჩატარებას, როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი კლიენტი ფერმების თანამშრომელთათვის.

ცოდნისა და გამოცდილების ამგვარი გაზიარების შედეგად, მუდმივად ვცდილობთ ინოვაციური პროექტების დანერგვასა და მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას.

 

ნუტრიმაქსი მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებელთა ინტერესებს და სთავაზობს მაღალი სტანდარტებით წარმოებულ პროდუქციას.

ორიენტირებულია ცოდნის გაზიარებაზე, რისთვისაც მომხმარებელს სთავზობს უფასო კონსულტაციებს, ტრენინგებსა და სემინარებზე დასწრების შესაძლებლობას. 

მომხმარებლები