GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

ტრენინგი მეკალმახე ფერმერებისათვის

კომპანია ნუტრიმაქსის ორგანიზებით მეკალმახე ფერმერებისთვის გაიმართა ორდღიანი ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდა აკვაკულტურის მიმართულების ექსპერტი Metin Ilemin-ი.

პირველ დღეს, დარგის წარმომადგენლებსა და კომპანიის თანამშრომლებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ინფორმაცია კალმახის კვების, ფერმის მენეჯმენტის, დაავადებების დროული იდენტიფიცირებისა და მკურნალობის შესახებ. ასევე სტუმრებმა დაათვალიერეს ნუტრიმაქსის ახალი საწარმო და გაეცნენ ტექნოლოგიურ სიახლეებს თევზის საკვების წარმოებასთან დაკავშირებით.

მეორე დღეს, მოწვეულმა ექსპერტმა ჩაატარა საველე მასტერკლასი შიდა ქართლის რამდენიმე მეურნეობაში.

#აკვაკულტურა #კალმახი #ნუტრიმაქსი