GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

სომეხი ფერმერების ვიზიტი

„ნუტრიმაქსის“ ქარხანაში 21 მარტს იმყოფებოდნენ სომეხ ფერმერები და სპეციალისტები მერძეული მიმართულების სექტორიდან, რომლებიც საქართველოში სპეციალური მოწვევით იმყოფებოდნენ, სომხეთში დაარსებული სასოფლო სამეურნეო სფეროში ჩართული კომპანია „CARD“ - აგროსერვისის ორგანიზებით.
შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს „ნუტრიმაქსის“ მაღალტექნოლოგიური კომბინირებული კვების ქარხანა და ლაბორატორია, შეხვედრაზე განხილული იქნა სომხეთის და საქართველოს მერძეული მიმართულების სფეროს მდგომარეობა, გამოწვევები და პრობლემები კვების ტექნოლოგიის კუთხით.
ფერმერები ასევე გაეცნენ „ნუტრიმაქსის“ შესაძლებლობებს და პრობლემების გადაწყვეტის გზებს მერძეული მიმართულების კვებაში.
ჩვენი მისიაა ფერმერულ მეურნეობათა განვითარება და მათ წარმატებაზე ზრუნვა, ხარისხიანი პროდუქციის, თანამედროვე ცოდნის მიწოდებისა დაკვალიფიციური კონსულტაციების საშუალებით.