GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

საერთაშორისო ღონისძიება VIV MEA 2021

აწარმოე საქართველოს მხარდაჭერით, ნუტრიმაქსი საერთაშორისო ღონისძიების - VIV MEA 2021 - ის მონაწილე კომპანიაა.
40-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტი კომპანია და 8000 მოსალოდნელი ვიზიტორი.
რიგით მესამე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენა, რომელსაც 23-25 ნოემბერს აბუ-დაბის ეროვნული საგამოფენო ცენტრი უმასპინძლებს
ცხოველებისა და ფრინველების ინდუსტრიაში არსებული წამყვანი კომპანიები ერთმანეთსა და ვიზიტორებს გააცნობენ და გაუზიარებენ მათ კომპანიებს, პროდუქტებს, ცოდნასა და გამოცდილებას. გამოფენის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები და კონფერენციები, რომლებსაც სფეროს ლიდერი კომპანიის წარმომადგენლები წარუძღვებიან.
ამ მნიშვნელოვან გამოფენაზე, ნუტრიმაქსი გამართავს უშუალო შეხვედრებს პოტენციურ დისტრიბუტორებთან საექსპორტო ბაზრების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე იქნება შეხვედრები მომწოდებლებთან. ნუტრიმაქსის წარმომადგენლები, ასევე, გაეცნობიან სფეროში არსებულ საინტერესო ინოვაციურ სიახლეებსა და შესაბამის კომპანიებს.