GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

ყურადღება!
მნიშვნელოვანი განცხადება !
გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ მიუხედავად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა, ჩვენი საწარმო და ყველა საცალო სადილერო წერტილი აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, რაც სრულ შესაბამისობაშია მთავრობის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ N5-1ბრძანებასთან (http://nfa.gov.ge/uploads/other/8/8006.pdf) რომელიც ცხოველთა კვების საწარმოებს, სავაჭრო წერტილებსა და დისტრიბუტორებს ანიჭებს უფლებას შეუფერხებლად განაგრძოს საქმიანობა.
გვინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ ადგილზე გვაქვს ნედლეულის საკმარისი რაოდენობა, რაც საშუალებას გვაძლევს შეუფერხებლად განხორციელდეს ნუტრიმაქსის მიერ პროდუქტების წარმოება და ფერმერთათვის ცხოველთა საკვების მიწოდების უზუნველყოფა ყველა არსებული ობიექტიდან.
ასევე მინდა გთხოვთ მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ შექმნილ ვითარებას და მაქსიმალურად დავიცვათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები და საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ დაწესებული შეზღუდვები ცხოველთა კვების საცალო თუ საბითუმო წერტილებში ვიზიტისას, რათა ვუზრუნველყოთ ჩვენი თანამშრომლებისა და დილერების ჯანმრთელობის უსაფრთხოება.
მადლობა თანამშრომლობისათვის.