GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

მეხორცული საქონლის 43%-იანი კონცენტრატის გრანულის ზომის ცვლილება

კომპანია ნუტრიმაქსის ვეტერინართა ტექნიკური შტატი და ხარისხის კონტროლის ჯგუფი ყოველთვის ცდილობს პროდუქტების კიდევ უფრო გაუმჯობესებას და მის დახვეწას.

ამ მიზნით, მეხორცული საქონელის 43%-იანი კონცენტრატის გრანულის ზომა შეიცვალა და განისაზღვრა 6 მმ, ნაცვლად 4მმ-ისა, რაც მსხილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის

მთელმარცვლიანი სიმინდით და კონცენტრატით კვების შემთხვავაში უფრო მოქნილს და მეტად მოსახერხებელს გახდის.

ახალი გრანულის ზომა უზრუნველყოფს მთელმარცვლიან სიმინდისა და კონცენტრატის უფრო მარტივ გადარევას, ხოლო გრანულის ზომა მაქსიმალურად მიახლოებულია

მთელმარცვლიანი სიმინდის ზომასა და ფორმასთან, რაც მსხილფეხა რქოსან პირუტყვს გაუმარტივებს ერთგვაროვან კვებას და უზრუნველყოფს მაღალი დღიური წონამატების მიღების.

მეხორცული საქონლის 43%-იანი კონცენტრატში შეიცვალა მხოლოდ გრანულის ვიზუალური მხარე (დიამეტრი).

საყურადღებოა ისიც, რომ უშუალოდ კონცენტრატის რაციონს არ განუცდია რაიმე სახის ცვლილება!