GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

მეფრინველეობის სემინარი 2019

25 სექტემბერს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, “ნუტრიმაქსის” ორგანიზებით ჩატარდა მეფრინველეობის სემინარი 2019, ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანია „ნუტრილაბის“ (თურქეთი) წარმომადგენლები, ფერმერები და მეფრინველეობის სფეროს პროფესიონალები.

სემინარზე „ნუტრიმაქსის“ ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მეკვერცხული ქათმის სარემონტო მოზარდის გამოზრდის თეორიულ საფუძვლებზე და პრაქტიკაში მიღებულ შედეგებზე, ასევე ფრინველის ტკიპზე და მასთან ბრძოლის საშუალებებზე.

მსმენელებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ „ნუტრიმაქსის“ ტექნიკური ჯგუფის პრაქტიკული რჩევები.

“ნუტრიმაქსის“ მისიაა ფერმერულ მეურნეობათა განვითარება და მათ წარმატებაზე ზრუნვა, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებს თანამედროვე ცოდნისა და კვალიფიციური კონსულტაციების გაზიარების მიზნით.