GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

კონკურსი პარტნიორი ფერმერების შესარჩევად

„ნუტრიმაქსი“ აცხადებს კონკურსს პარტნიორი ფერმერების (ფერმერული ოჯახების) შესარჩევად, რომლებთან ერთადაც იმუშავებს ახალი მეფრინველეობის ფერმების განვითარებაზე.

კომპანიის შესახებ:

ნუტრიმაქსი ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2009 წლიდან საქმიანობს საქართველოს ბაზარზე და მისი დანიშნულებაა ფერმერთა უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის ცხოველთა და ფრინველთა საკვებით, საკვებდანამატებითა და კვების თანამედროვე მეთოდებით.

ორგანიზაციულ მისიას წარმოადგენს ფერმერულ მეურნეობათა განვითარება და მათ წარმატებაზე ზრუნვა ხარისხიანი პროდუქციის, თანამედროვე ცოდნის მიწოდებისა და კვალიფიციური კონსულტაციების საშუალებით.

პროექტის შესახებ:

მიმდინარე პროექტის ფარგლებში იგეგმება მაღალტექნოლოგიური ბროილერის ფერმის ან ფერმების მოწყობა 25 000 ფრინველზე, სადაც შესაძლებელი იქნება წლიურად დაახლოებით 250 ტონა ქათმის ხორცის წარმოება.

მაღალტექნოლოგიური ფერმის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციის მოცულობა ნულიდან დაწყების შემთხვევაში შეადგენს 300-350 ათასს აშშ დოლარს. პროექტის განხორციელება იგეგმება როგორც პარტნიორების (ნუტრიმაქსი და ფერმერული ოჯახი), ასევე სასესხო კაპიტალით.

პროექტის ფარგლებში ნუტრიმაქსი უზრუნველყოფს საჭირო რესურსების მიწოდებას და შემდგომ პროდუქციის რეალიზაციას, ფერმერის ძირითადი პასუხისმგებლობა კი ფერმაში მიმდინარე ყოველდღიური საქმიანობის წარმატებულად განხორციელება იქნება.

პარტნიორობის ფარგლებში ნუტრიმაქსი:

· მოახდენს საკუთარი ფულადი სახსრების ინვესტირებას ფერმების განვითარებაში;

· მოიზიდავს რესურსებს ბანკებისა და სალიზინგო კომპანიებისგან;

· უზრუნველყოფს ფერმის მშენებლობას და მოწყობას;

· ფერმერს მიაწვდის ყველა აუცილებელ რესურსს: წიწილა, საკვები, სამკურნალო საშუალებები და ა.შ.

· შესაბამის ტრეინინგებს გაატარებს ფერმერსა და მისი ოჯახის წევრებს;

· გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფერმაში მიავლენს თავის გამოცდილ კადრებს;

· ფერმერს გაუწევს 24-საათიან მხარდაჭერას;

· პასუხისმგებლობას აიღებს წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაზე;

ფერმერის პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

· მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლა და ფერმის მენეჯმენტისთვის საჭირო თეორიული ცოდნის შეძენა;

· ფერმის მშენებლობაში ჩართულობა და პროცესების მონიტორინგი;

· ფერმაში მუდმივად ცხოვრება, სურსათის უვნებლობისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, ბიოუსაფრთხოება;

· საფრინველის ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი;

· ფერმის ფუნქციონირებისთვის საჭირო ყოველდღიური სამუშაოების შესრულება;

ფერმერის შერჩევის კრიტერიუმები:

· კანდიდატს უნდა ჰქონდეს სურვილი, ოჯახთან ერთად მუდმივად იცხოვროს და იმუშაოს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ფერმაში;

· იყოს მეურნე, შრომისმოყვარე, მოწესრიგებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება;

· ორიენტირებული უნდა იყოს ახალი ცოდნის მიღებასა და განვითარებაზე;

· იმისთვის, რომ ფერმერი იყოს თანამესაკუთრე და არა დაქირავებული, აუცილებელია, განახორციელოს თანამონაწილეობა პროექტის მთლიანი ღირებულების 5-10 %-ის ფარგლებში, რომელიც შესაძლებელია როგორც თანხობრივი (20-30 ათასი აშშ დოლარი), ისე ქონებრივი ფორმით (ფერმის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთი - დაახლოებით 2 ჰექტარი, თბილისიდან მაქსიმუმ 70 კმ-ს რადიუსში);

· ფერმაში ან სოფლის მეურნეობაში მუშაობის გამოცდილება არ არის სავალდებულო;

· სასურველია, პოტენციურ პარტნიორს ჰქონდეს დადებითი საკრედიტო ისტორია, რადგან პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;

რას ვთავაზობთ ფერმერებს და მათ ოჯახს:

· ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი 3000 ლარის ფარგლებში;

· ბიზნესის წილი 20-100 %-ის ფარგლებში, რომელიც დამოკიდებული იქნება ფერმერის მიერ განხორციელებულ ინვესტიციაზე;

· წლიური დივიდენდი 20000 ლარიდან (დამოკიდებული იქნება ფერმერის წილზე და თავდაპირველ ინვესტიციაზე);

· რისკების თავიდან აცილებას, რაც დაკავშირებულია არასაკმარის ფინანსურ და ტექნოლოგიურ რესურსებთან, ცოდნის ნაკლებობასთან, რეალიზაციის პრობლემებთან.

· ფერმერს შესაძლებლობა ექნება, ნებისმიერ დროს გამოისყიდოს ნუტრიმაქსის წილი წინასწარ შეთანხმებული პირობებით;

· ნებისმიერ დროს შეეძლება უარი თქვას საკუთარ წილზე, რომელსაც ნუტრიმაქსი გამოისყიდის წინასწარ შეთანხმებული პირობებით;

· დამატებითი სარგებელი - ფერმერის ოჯახის ჯანმრთელობის დაზღვევა, იურიდიული და საგადასახადო მხარდაჭერა, კომფორტული საცხოვრებელი გარემო და ა.შ.

განაცხადის შესავსებად მიჰყევით შემდეგ ბმულს: https://forms.gle/4DyDxFxnM2EMYfqy7

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტის მისამართზე: farmers@nutrimax.ge