GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

მერძეული სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა თბილისში

არასამთავრობო ორგანიზაცია CARD-ისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, თბილისში 20 მარტს გაიმართა საქართველოსა და სომხეთის მერძეული სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა,
ღონისძიება მიზნად ისახავდა სომხეთსა და საქართველოს შორის რძის სექტორის ბაზრის კავშირების გაღრმავებას სომეხი და ქართველი ფერმერებისათვის. ღონისძიებაზე მოხდა თანამედრო საშუალებებისა და ტექნოლოგიების პრეზენტაცია, განხილული იქნა რძის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი, მსოფლიო დონის მომწოდებლების კავშირი და სხვა.

„ნუტრიმაქსის“ წარმომადგენელმა რევაზ ლაფაჩმა ისაუბრა რძის სექტორის გამოწვევებზე, პრობლემებსა და საკვებისმიერ გადაწყვეტებზე.