GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

CASPIAN AGRO-2019

2019 წლის 15-18 მაისს, აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში გაიხსნა საერთაშორისო გამოფენა „CASPIAN AGRO-2019“, რომელზეც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 25 ქვეყნის 200-მდე კომპანიის მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, აგრარულ სფეროში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები და სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს პავილიონი, სადაც გამოფენილი იყო 11 ქართული კომპანიის მიერ წარმოებული სხვადასხვა სახის პროდუქცია, გამოფენაში მონაწილეობდა კომპანია „ნუტრიმაქსი“ რომელმაც წარადგინა საქართველოში წარმოებული ცხოველთა და ფრინველთა კომბინირებული საკვების ნიმუშები, გაიმართა მოლაპარაკებები დაინტერესებულ მხარეებთან სამომავლო პარტნიორობის მიზნით.

გამოფენის პირველივე დღეს, საერთაშორისო ექსპოზიციას ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მან პირადად მოინახულა საქართველოს ექსპოზიცია და გაეცნო ქართული კომპანიების მიერ წარმოდგენილ პროდუქციას.