GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კონკურსი "მელიორა" 2019

კომპანია "ნუტრიმაქსი" ნომინირებული იყო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კონკურსზე “მელიორა” კატეგორია - საზოგადოების მხარდაჭერა, საზოგადოების მხარდამჭერ ბიზნეს საქმიანობაში მოიაზრება მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების, მთლიანი საზოგადოების და უშუალოდ იმ ადგილობრივი თემის ცხოვრების გაუმჯობესება, სადაც კომპანია საქმიანობს. „ნუტრიმაქსმა“ წარადგინა პროექტი „ფერმერთა სკოლა“ – 2 თვიანი სასწავლო კურსი, რომელიც განკუთვნილი იყო ფერმერული მეურნეობის მუშაობის სპეციფიკით დაინტერესებული და ამ დარგში დასაქმების მსურველი პირებისთვის.