GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

ფერმერთა სკოლის გამოსაშვები ღონისძიება

კომპანია „ნუტრიმაქსის“ ორგანიზებით გაიმართა ერთ თვიანი უფასო სასწავლო კურსი - ფერმერთა სკოლა.

სასწავლო კურსი განკუთვნილი იყო ფერმერული მეურნეობის მუშაობის სპეციფიკით დაინტერესებული და ამ დარგში დასაქმების მსურველი პირებისთვის.

სასწავლო პროგრამა ჩატარდა ორი სხვადასხვა მიმართულებით:

1.ბროილერის მიმართულების ფერმის მართვა;

2.მეღორეობის მიმართულების ფერმის მართვა.

მსმენელებმა შეისწავლეს;

ფერმაში ბროილერის/ღორის ეფექტურ მოვლა/გამოზრდა შესაბამისი სტანდარტების მიხედვით;✅

ფერმის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება;

ფერმაში სანიტარიული და ბიო-უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/მართვა.

გარდა თეორიული ცოდნისა მსმენელებს საშუალება ჰქონდათ ფერმებში ვიზიტების მეშვეობით მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება.

წარმატებულ სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები, აგრეთვე კომპანიის მხრიდან გაეწევათ რეკომენდაცია დარგში მოწინავე ფერმერულ მეურნეობებში დასაქმების კუთხით.

ტრენინგის მიზანი იყო;

1.ფერმერული მეურნეობების სფეროს პოპულარიზაცია;

2.პოტენციური ფერმერების ცნობიერების ამაღლება, ცოდნის გადაცემა კვალიფიციური კონსულტაციების მეშვეობით;

3.აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული პირების დასაქმების ხელშეწყობა.

უფასო სასწვალო კურსი "ფერმერის სკოლა" ხორციელდება "ნუტრიმაქსის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.

კომპანია „ნუტრიმაქსის“ მისიაა ფერმერულ მეურნეობათა განვითარება და მათ წარმატებაზე ზრუნვა ხარისხიანი პროდუქციის, თანამედროვე ცოდნის მიწოდებისა და კვალიფიციური კონსულტაციების საშუალებით.

კომპანია "ნუტრიმაქსი" კვლავ გააგრძელებს ფერმერული მეურნეობის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას.