GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

ნუტრიმაქსმა რიგით მეორე საწარმო გახსნა

ნუტრიმაქსმა რიგით მეორე მაღალტექნოლოგიური საწარმო გახსნა, რომელიც სპეციალიზებულია მშრალი საკვების წარმოებით კომპანიონი ცხოველებისა (ძაღლი და კატა) და აკვაკულტურისათვის. პროექტი მსოფლიოში წამყვანი კომპანიების სპეციალისტთა აქტიური ჩართულობითა და პარტნიორობით განხორციელდა.

საერთაშორისო სტანდარტების მშენებლობასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში კომპანია „ნუტრიმაქსმა“ 12 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

15 ივნისს საწარმოს გახსნის ცერემონიალს მთავრობის წარმომადგენლებისა და კომპანიის თანამშრომლების გარდა , 70-მდე საერთაშორისო პარტნიორი და რეგიონალური მომხმარებელი დაესწრო. ახალი საწარმო პროგრამა „ აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით გაიხსნა.

კომპანიის მმართველი პარტნიორის ბექა ბექაიას თქმით, საწარმო, რომელიც ძაღლის, კატისა და აკვაკულტურის მშრალი საკვების წარმოებაზე იმუშავებს ,25 000 ტონა ექსტრუდირებული საკვების წარმოებაზეა გათვლილი. „ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ გაფართოებასა და ახალი ბაზრების ათვისებაზე, სწორედ ამიტომ დავიწყეთ 2021 წელს კომპანიონი ცხოველების საკვების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობა. საქართველოში ბაზარი ძირითადად გაჯერებული იყო კატებისა და ძაღლების იმპორტირებული საკვებით, ახლა კი მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ჰქონდეს წვდომა საქართველოში წარმოებულ უმაღლესი ხარისხის პროდუქტებზე“.

„ნუტრიმაქსის“ ისტორია იწყება 2009 წლიდან, როდესაც ბაზარზე არ არსებობდა წვდომა ცხოველთა ხარისხიან საკვებზე, კომპანიამ კი დაიწყო მზა, კომბინირებული საკვების წარმოება ფერმერული მეურნეობებისთვის. 2016 წელს პირველი ევროპული სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური საწარმო გაიხსნა. „ნუტრიმაქსი“ ამარაგებს როგორც ადგილობრივ ბაზარს, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს. კომპანიამ 2022 წელს პირველი წარმომადგენლობა გახსნა უზბეკეთშიც. „ნუტრიმაქსში“ 150-მდე ადამიანი არის დასაქმებული.