ნუტრიმაქსი შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების WEPs პლატფორმას, იმ პრინციპების ერთობლიობას, რომელიც ბიზნესს აწვდის მითითებებს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებაზე სამუშაო ადგილებსა და საზოგადოებაში.
ნუტრიმაქსს აქამდეც ჰქონდა თავისი წილი პასუხისმგებლობა გენდერული თანასწორობისა და ქალების გაძლიერების საქმეში. ამიერიდან კი კომპანია იმუშავებს WEPs პრინციპების მიხედვით და ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას უფრო ეფექტურად უპასუხებს.