GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

მესაქონლეობის გამოფენა 2019

26-27 ოქტომბერს თბილისის იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მესაქონლეობის ექპო 2019 გაიმართა, სადაც საქართველოს მასშტაბით მოქმედი 19 ფერმის ორმოცდაათამდე მეწველი ფური, დეკეული და ხბო ექსპოს პოდიუმზე ერთმანეთს შეეჯიბრა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყვნენ საკვების მწარმოებელი კომპანიები, ფერმერები, მესაქონლეობის დარგში მოღვაწე პროფესიონალები მათ ჰქონდათ საშუალება ერთ სივრცეში შეხვედროდნენ ერთმანეთს. სტუმრებმა კი დააგემოვნეს ნედლი რძისგან წარმოებულ რძის პროდუქტები და დაათვალიერეს ქართული სხვადასხვა კომპანიების სტენდები, ღონისძიებას ოქროს სპონსორობა კომპანია "ნუტრიმაქსმა" გაუწია.

„მესაქონლეობის ექსპო“ 2019-ის მიზანია საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა. კერძოდ, მაღალპროდუქტიული გენეტიკის მქონე მსხვილფეხა საქონლის და ადგილობრივი სელექციური ჯიშების პოპულარიზაცია და მათ მოშენებისთვის ინვესტიციების წახალისება,რაც აუცილებელია ქართული რძისა და ხორცის სექტორების მიმართ მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად და მათი შემდგომი განვითარებისთვის. „მესაქონლეობის ექსპო“ 2019 ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მსხვილფეხა საქონლის მფლობელი ფერმერები და რძის მწარმოებლები გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები და ბაზარზე ორიენტირებულები.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია და საქართველოს მერძევეთა ასოციაცია. ღონისძიების პარტნიორია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი - „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომელსაც ახორციელებენ Land O’Lakes Venture37-ი და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი, წამყვანი ფინანსური ინსტიტუცია საქართველოში; ოქროს სპონსორი - ნუტრიმაქსი, ცხოველთა საკვების მწარმოებელი კომპანია; ვერსხლის სპონსორი - სანო.