2018 წლის 12 ოქტომბერს, აბაშაში გაიმართა თიბისი ბანკისა და ნუტრიმაქსის ერთობლივი პრეზენტაცია.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი ფერმერების ინფორმირება სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების, მოთხოვნებისა და სიახლეების შესახებ.
პრეზენტაცია ორ ნაწილად დაიყო. პირველ ნაწილში თიბისი ბანკმა ადგილობრივ ფერმერებს წარუდგინა ახალი პროდუქტი - სტარტაპ აგროსესხი და გააცნო სესხით სარგებლობის პირობები.
მეორე ნაწილი ეხებოდა ხორცის ეფექტურ წარმოებას. შესაბამისად, ნუტრიმაქსის ტექნიკურმა ჯგუფმა დამსწრე აუდიტორიას გაუზიარა ბროილერის ეფექტური გამოზრდის თავისებურებები.
კომპანია ნუტრიმაქსი კვლავ გააგრძელებს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას თანამედროვე ცოდნისა და კვალიფიციური კონსულტაციების გაზიარების მიზნით.