GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

გამოფენა UzAgro 2019

27 -29 ნოემბერს, ნუტრიმაქსის გუნდი იმყოფებოდა უზბეკეთში ქ. ტაშკენტში სადაც წარადგინეს ჩვენი კომპანია საერთაშორისო გამოფენაზე UzAgro 2019. გამოფენის ფარგლებში შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრები მეფრინველეობისა და მეცხოველეობის დარგის წარმომადგენლებთან, ტრეიდერებთან და ფერმერებთან.

3 დღის განმავლობაში ნუტრიმაქსის წარმომადგენლებმა მიიღეს საინტერესო ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო მიმართულების დარგების შესახებ, დაამყარეს მნიშვნელოვანი კონტაქტები სამომავლო ურთიერთობისათვის.

ნუტრიმაქსის გუნდი აქტიურად მუშაობს ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისების მიმართულებით და აღნიშნული სამუშაო ვიზიტიც უზბეკეთში ამ სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი იყო.