GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

ახალი პროდუქტი - Pig Max 20% კონცენტრატი

სიახლე❗ კომპანია „ნუტრიმაქსი“ წარმოგიდგენთ ახალი პროდუქტს პრემიუმ კლასის PIG MAX 20% უნივერსალურ კონცენტრატს!

Pig Max სადედე გუნდისა და სასუქი ღორის კვების ტექნოლოგიაა, რომელიც შემუშავებულია ცხოველთა კვებაში ევროპის წამყვანი სპეციალისტების მიერ და მორგებულია საქართველოს რეალობაში ღორის ზრდისას არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე.

Pig Max – 20% კონცენტრატი პროტეინოვანი საკვებდანამატია, რომელიც შეიცავს ყველა აუცილებელ ვიტამინს, მაკრო და მიკრო ელემენტს, შეუცვლელ ამინომჟავას და სხვა სპეციალურ დანამატებს, რაც აუცილებელია ჯანმრთელი ღორის გამოსაზრდელად.

Pig Max – 20% კონცეტრატი გამოიყენება როგორც უნივერსალური საკვებდანამატი. Pig Max – 20% ით შესაძლებელია სტარტის, გროუერისა და ფინიშის მზა საკვების დამზადება ფერმერის ხელთ არსებული ნედლეულის გამოყენებით.

Pig Max - 20% კონცენტრატი მორგებულია ღორის კონკრეტულ წონაზე, ასაკზე და გამოიყენება სასუქი ღორების გამოსაკვებად.