GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

"თი ბი სი" ბანკისა და "ნუტრიმაქსის" ერთობლივი აგრო ფორუმი ხაშურში

15 მაისს ხაშურში "თი ბი სი" ბანკისა და "ნუტრიმაქსის" ერთობლივი აგრო ფორუმი გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი ფერმერების ინფორმირება სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების, თანამედროვე ტექნოლოგიების, მოთხოვნებისა და სიახლეების შესახებ.

პრეზენტაცია ორ ნაწილად დაიყო;

პირველ ნაწილში თიბისი ბანკმა ადგილობრივ ფერმერებს წარუდგინა თავისი პროდუქტი - სტარტაპ აგროსესხი და გააცნო სესხით სარგებლობის პირობები

მეორე ნაწილში "ნუტრიმაქსის" გუნდმა ისაუბრა სახორცე პირუტყვის ხორცის ეფექტურ წარმოებაზე.

კომპანია "ნუტრიმაქსი" კვლავ გააგრძელებს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას თანამედროვე ცოდნისა და კვალიფიციური კონსულტაციების გაზიარების მიზნით.