Beef Max Finish - მეხორცული პირუტყვის მზა საკვები (ფინიში)

34 ლ

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

Beef Max Finish

მეხორცული პირუტყვის მზა საკვები

 

რა არის Beef Max Finish ?

Beef Max Finish არის გრანულირებული მზა საკვები, რომელიც შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას მაქსიმალური დღიური წონამატის მისაღებად. მისი გამოყენება შესაძლებელია 200-250 კგ ცოცხალი წონიდან  დასაკლავ წონამდე 350-400 კგ ცოცხალ წონამდე.

 

რატომ Beef Max Finish ?

Beef Max  Finish წარმოადგენს სრულფასოვან საკვებს, რომელიც არ საჭიროებს სხვა საკვები დანამატების ჩართვას საკვებ რაციონში;

Beef Max Finish მეშვეობით გექნებათ გამოზრდის ნაკლები დანახარჯები, ვინაიდან Beef Max Finish წარმოადგენს მზა საკვებს, რომელიც უნიკალური პროტეინოვანი შემადგენლობით უზრუნველყოფს დროის მოკლე პერიოდში მეხორცული საქონლის მაქსიმალურ წონამატს, გამოზრდის ნაკლები დანახარჯებით;

Beef Max Finish არის ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვები, რომლის მეშვეობითაც იღებთ საუკეთესო ხარისხის ხორცს.

გამოყენებული ინგრედიენტები:

Maxcare პრემიქსი, სოიოს შროტი, (დამზადებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიოსგან) მზესუმზირის შროტი, შარდოვანა, მარილი, კოქციდიოსტატი, სიმინდი, ქერი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული.

შენახვის ვადები და პირობები:

მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი;

დამზადებიდან 5 (ხუთი) თვე;

შეფუთვა 25 კგ ტომარა.

 

 

 

კვების რეკომენდაციები

კვების რეკომენდაციები:

·         პირუტყვს  ესაჭიროება  ერთი კვირა ახალ კვების მეთოდთან შესაჩვევად.

·         Beef Max Finish-ის ფაზის საკვების გამოყენება უმჯობესია დაიწყოთ Beef Max Grower-ის შემდგომ, უკეთესი დღიური წონამატების მისაღებად. შვიდი დღის განმავლობაში მოახდინეთ წინა ფაზის საკვებში Beef Max Finish-ის გადარევა, ახალ საკვებთან უკეთესი შეჩვევისთვის.

·         გამოყენების პირველ დღეს Beef Max Finish-ი პირუტყვს აჭამეთ ერთი კილოგრამი და თანდათანობით გაუზარდეთ დღიური ნორმა რეკომენდირებულ რაოდენობამდე ერთი კვირის განმავლობაში.

·         პირუტყვის დღის გარკვეულ პერიოდში კვების შემთხვევაში (დილით და საღამოს) Beef Max Finish-ის დღიური რეკომენდირებული რაციონი პირუტყვს უნდა მიეწოდოს თანაბარი რაოდენობით: ნახევარი დილით და ნახევარი საღამოს.

·         თუკი პირუტყვს მიაჩვევთ საკვების მიღებას შეზღუდულად მნიშვნელოვანია, რომ საკვები პირუტყვს მიაწოდოთ ყოველდღიურად, ერთსა და იმავე დროს.

·         უკეთესი პროდუქტიულობისთვის სასურველია პირუტყვმა დღიური რეკომენდირებული რაოდენობის საკვები და წყალი მიიღოს ნებაზე, შეუზღუდავად.

·         მეხორცულ პირუტყვს აუცილებელია წვდომა ქონდეს ხმელ ბალახთან (თივა/ნამჯა), იხელმძღვანელეთ გამოყენების რეკომენდაციებით.

·         სასურველია პირუტყვს ჰქონდეს  ქვამარილი (სალოკი) მთელი გამოზრდის პერიოდში ნებაზე.