GEO Eng Rus
L.Ghoghoberidze 67b
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

“აგრო თრეიდინგ ჯორჯიამ“ ღორის საკვები პროდუქტების ახალი ხაზი - Pig Max (პიგ მაქსი) შეიმუშავა

1 თებერვლიდან „აგრო თრეიდინგ ჯორჯიასა“ და მისი დილერების ქსელში გამოჩნდა ღორის მზა საკვებისა და კონცენტრატების ახალი ბრენდი Pig max-ი (პიგ-მაქსი). Pig Max-ი დედა ღორებისა და სასუქი ღორის კვების ტექნოლოგიაა, რომელიც შემუშავებულია ცხოველთა კვებაში ევროპის წამყვანი სპეციალისტების მიერ და მორგებულია საქართველოს რეალობაში ღორის ზრდისას არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე.

Pig Max არის ჰოლანდიური პრემიქსის ბაზაზე სწორად დაბალანსებული მაღალი ხარისხის საკვები, რომლის თითოეული ინგრედიენტი შემოწმებულია ლაბორატორიაში, ამიტომაც Pig Max-ის ყველა პარტია წინა პარტიების იდენტურია. Pig Max-ის მზა საკვები გათვლილია ღორის კონკრეტულ წონაზე, ასაკზე და მდგომარეობაზე. პიგ-მაქსის პროდუქტებზე ინფორმაცია იხილეთ აქ