GEO Eng Rus
L.Ghoghoberidze 67b
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

BRAUN MIX - 30%-იანი კონცენტრატი მეხორცული ფრინველის ეფექტური გამოზრდისათვის

2014 წლის აგვისტოდან ჩვენმა კომპანიამ დაიწყო ახალი პროდუქტის დანერგვა მეხორცული ფრინველის გამოსაზრდელად, რომელიც შეიცავს, როგორც მცენარეული, ისე ცხოველური წარმოშობის ნედლეულს და გამდიდრებულია უმაღლესი ხარისხის MAXCARE პრემიქსის გამოყენებით.

BRAUN MIX - 30%-იანი კონცენტრატი შემუშავებულია ჰოლანდიური კომპანია Trouw Nutrition-ის რეკომენდაციებით, როგორც სპეციალური საკვებდანამატი მეხორცული ფრინველის საკვებ ულუფაში ჩასართავად.

აღნიშნული კონცენტრატი წარმოადგენს პროტეინების, ვიტამინებისა და მინერალების სრულფასოვან ნაკრებს, რომელიც უზრუნველყოფს გამოზრდის ნაკლები დანახარჯებით ფრინველის პროდუქტიულობის (წონამატი) ეფექტურ ზრდას.