GEO Eng Rus
L.Ghoghoberidze 67b
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

2013 წლის აპრილში გაფორმდა Know-How ხელშეკრულება პარტნიორ ჰოლანდიურ კომპანია Trouw Nutrition-თან

2013 წლის აპრილში ხელი მოეწერა, ხოლო 1 ივლისიდან ძალაში შევა 5-წლიანი Know-How შეთანხმება Trouw Nutrition-თან, რომელიც გულისხმობს მათი ცოდნისა და ტექნოლოგიების გადმოტანას ჩვენს კომპანიაში, ჩვენი მეშვეობით კი ჩვენს კლიენტ ფერმებში გავრცელებას.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიის სპეციალისტები გაივლიან გადამზადებას ჰოლანდიაში, Nutreco-ს ოფისებში, საწარმოებსა და კვლევით ცენტრებში. აღნიშნული შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ჰოლანდიელი სპეციალისტების საქართველოში ჩამოსვლას და ტრენინგების ჩატარებას ჩვენი და ჩვენი კლიენტი ფერმების სპეციალისტებისთვის.

ცოდნისა და გამოცდილების ამგვარი გაზიარების შედეგად ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დავნერგოთ ინოვაციური პროექტები და შევინარჩუნოთ მაღალი სტანდარტები.