GEO Eng Rus
L.Ghoghoberidze 67b
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

თანამშრომელთა ვიზიტი კასპსა და ბაკურიანში

2015 წლის იანვარში კომპანიის თანამშრომელები იმყოფებოდნენ კასპსა და ბაკურიანში.

აღნიშნული ვიზიტები იყო გაცნობითი ხასიათის და მიზნად ისახავდა ფერმერებისთვის კომპანია „აგრო თრეიდინგ ჯორჯიას“ საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ფერმერებისთვის კონსულტაციების გაწევასა და უახლესი ტექნოლოგიების გაცნობას.

ვიზიტის ფარგლებში ძირითადი აქცენტი გაკეთდა მეხორცული საქონლის კვების ახალ მეთოდზე, რომელიც გულისხმობს, მეხორცული საქონლის გამოზრდას თივის გარეშე, მხოლოდ მთელმარცვლიანი სიმინდითა და HENDRIX-ის კონცენტრატით.